ფეხბურთი

10:27 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეთექვსმეტედ, კოპა ამერიკა არგენტინის ნაკრებმა მოიგო (+VIDEO)

ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეთექვსმეტედ, კოპა ამერიკა არგენტინის ნაკრებმა მოიგო. ლიონელ სკალონის გუნდმა ფინალში კოლუმბიას დამატებით დროში, მინიმალური სხვაობით 1:0 აჯობა.

მატჩი ფანებს შორის არეულობის გამო ნახევარი საათით დაგვიანებით დაიწყო. შეხვედრის ძირითადი დრო კი გატანილი გოლების გარეშე დსასრულდა. 64-ე წუთზე ლეო მესიმ ტრავმა მიიღო და გაიყვანეს. არგენტინელმა მოედანი აცრემლიანებულმა დატოვა. რეკორდული მე-16 ჩემპიონობა არგენტინას 112-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა მოუტანა. "ინტერის" ფეხბურთელი თამაშში ხულიან ალვარესის ნაცვლად 96-ე წუთზე ჩაერთო.

ტრავმის მიუხედავად სწორედ მესიმ აღმართა თასი. არგენტინელი სუპერ ვარსკვლავისთვის ეს ისტორიაში 45-ე ტიტულია და ამ მხრივ რეკორდსმენია, მეორე ადგილზე კი კვლავ დანი ალვესი რცება. ბრაზილიელს 43 ტიტული აქვს მოგებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითად დროში კოლუმბიის ნაკრების წაუგებელი სერია კვლავ გაგრძელდა, რომელიც უკვე 30 მატჩს ითვლის.

"ალბისელესტე" 16 თასით კოპა ამერიკის რეკორდსმენია, მან ურუგვაის გადაასწრო, რომელსაც თასი 15-ჯერ აქვს მოგებული, მესამე პოზიციაზე კი 9 თასით ბრაზილიის ნაკრებია.

ბოლო სანაკრებო მატჩი ჩაატარა ანხელ დი მარიამ. 36 წლის ფორვარდს ზურგს 35 ტიტული უმაგრებს. მან ეროვნულ ნაკრებში 156 შეხვედრა ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე წაგების მიუხედავად ხამეს როდრიგესი გახდა.

0.116174