ფეხბურთი

14:10 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

იამალი: "ეს დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია"

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ლამინ იამალმა ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მოუთმენლად ელოდება ესპანეთში დაბრუნებას, რათა ზეიმი გულშემატკივრებთან ერთად გაგრძელდეს.

„ეს ოცნებაა, ერთი სული მაქვს, რომ ესპანეთში დავბრუნდეთ და ფანებთან ერთად ვიზეიმოთ. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ გაგვიჭირდა, მაგრამ ამ გუნდს სჯერა თავისი შესაძლებლობების და საბოლოოდ მოვიგეთ, ეს დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია, თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან“, - თქვა იამალმა.

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი ევრო 2024-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116186