ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, როდრის ოქროს ბურთი უნდა გადასცენ.
„ამ მომენტით უნდა დავტკბეთ, შესანიშნავი აწმყო გვაქვს და მშვენიერი მომავალიც. ახლა უნდა ვისიამოვნოთ, მაგრამ შესანიშნავი თაობა გვყავს. მიეცით ოქროს ბურთი ახლავე როდრის. რა თქმა უნდა, მინდა ესპანეთის ნაკრებში დარჩენა, მაგრამ როდესაც დავინიშნე მედია ბევრს მაკრიტიკებდა, წარმომიდგენია, რა კრიტიკა იქნებოდა, ტურნირი რომ ვერ მოგვეგო.
ჩემი ფეხბურთელებისთვის შესვენებაზე არაფერი მითქვამს, უბრალოდ თავდაჯერების საკითხი იყო, მათ იციან, როგორ უნდა ითამაშონ, რადგან საუკეთესოები არიან. იამალი და ნიკო? ორი ბრწყინვალე ფეხბურთელია, არაჩვეულებრივი ბიჭები, რომლებმაც ზრდა უნდა გააგრძელონ. გაგვიმართლა, რადგან ესპანურ ფეხბურთს ბევრ სიხარულს მოუტანენ“, - თქვა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი, რითაც საუკეთესო შედეგი აქვს. მეორე ადგილზე გერმანიაა სამი ტიტულით კონტინენტის პირველობაზე.