ფეხბურთი

10:59 | 15.07.2024 | ნანახია 411 - ჯერ

საუთგეიტი: "ინგლისის ნაკრებიდან წასვლა? ახლა არ არის შესაფერისი მომენტი"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა განაცხადა, რომ გუნდიდან წასასვლელად ახლა სწორი მომენტი არ არის და გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება.

„ნაკრების დატოვება? არ მგონია, რომ კარგი მომენტი იყოს ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. მჭირდება საუბარი ადამიანებთან და ახლა არაფერი მაქვს გადაწყვეტილი. ერთი დღით ნაკლები გვქონდა ფინალისთვის მოსამზადებლად, ვიდრე მეტოქეს და ეს ნამდვილად იყო უარყოფითი ფაქტორი. თუმცა, მე-80 წუთამდე თამაშში ვიყავით. ცოტა დრო გვჭირდება ყველაფრის გასაანალიზებლად.

კეინის შეცვლა? ფიზიკურად მისთვის რთული იყო, ვერ მოახერხა ტურნირის მიმდინარეობისას იმ ფორმაში შესვლა, რასაც ყველა ველოდით. ვფიქრობდით, რომ უოტკინსის შესვლით თამაშში სიახლე შევიდოდა და პრესინგზე უკეთ ვითამაშებდით. ვფიქრობ, რომ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ის გააკეთეს, რა დავალებებიც მივეცით“, - თქვა საუთგეიტმა.

შეგახსენებთ, რომ გარეთ საუთგეიტის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრები ყველაზე მეტჯერაა დიდი ტურნირის ფინალში ნამყოფი, ვიდრე სხვა მწვრთნელების ხელში, მაგრამ „სამი ლომი“ ისევ ტიტულის გარეშე დარჩა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:34 | 15.07.2024
qomagi (1575)

ბიჭო, კიდევ არ უნდა წასვლა. ბრეჟნევი ხარ შე ჩემისა, ნაკრებიდან გაგასვენონ? ნამუსიც კარგი ძროხაა, რა. ასე ჯახირით და გამართლებით მიაღწია ფინალამდე, თან რა გუნდებთან იწვალა და შეუსრულა ესპანეთმა და კიდევ წუწუნებს, 1 დღით ნაკლები დრო გვქონდაო. რა არ იცოდა, რომ ასე შეიძლებოდა მომხდარიყო?

13:25 | 15.07.2024
Gerry Marsden (853)

ისევ ეს თუ დადგება საღ აზრზე და თავისით წავა,თორემ იმ ასოციაციაში ან თავისი თავის მტრები არიან ან მაზოხისტები!

13:22 | 15.07.2024
Gerry Marsden (853)

უიღბლო კი არა ეს არის მარაზმატიკი,სიფრთხილე რომ შიშში აქვს გადასული,ვერასდროს თამამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და ლუზერი,არც ფეხბურთელობისას მოუგია რამე და არც ახლა,მანამდე სამი წელი ახალგაზრდულის მწვრთნელი იყო,იქაც იგივე მარაზმი,ჯგუფიდან ვერ გადიოდა,მუდმივად დამარცხებისთვისაა განწირული!

12:32 | 15.07.2024
Ginóbili_20 (121)

KoRBeN DaLLaS

ნერვების წყვეტა კი არა, ამის და დეშამის დატოვების შინაარს ვერ ვიგებ. ანუ სიტყვაზე ეს ორი რო ჩვენ ნაკრებს, ან ჩვენი დონის ნაკრებებს რო წრთვნიდნენ ჯანდაბას, მარა უბრალოდ რა ფეხბურთელები ყავთ ტიპებს და რა ფეხბურთს ათამაშებენ რაც ნაკრებში არიან. უბრალოდ ვის მოსწონს ამათი ფეხბურთი, დეშამი და საუთგეიტი არიან ფეხბურთის სირცხვილი, მიუხედავად იმისა რო ამან 2 ჯერ გაიყვანა ევროს ფინალში გუნდიდა და იმან 1-ხელ მსოფლიო მოიგო და შემდეგ ფინალი ითამაშა. ეგეთი შემადგენლობა რომ გყავს და ეგეთ ამაზრზენ ფეხბურთს თამაშობ მაგრად ტეხავს ძმაო, ჩემთვის ვერანაირი ფინალებში გასვლით ვერ გაპრავდება ეგ, ჩემთვის ესეა.

11:26 | 15.07.2024
KoRBeN DaLLaS (24842)

ტიპი არის ნერვების წყვეტა სრულიად ინგლისისთვის.
ჯერ იყო და 96-ში გერმანიასთან ააცილა პენალტი და ევროპის ჩემპიონობის რეალური შანსი დაუსამარა "სამ ლომს".
მწვრთნელობისას თითქოს უფრო სტაბილური გახადა ნაკრები, მაგრამ როგორც ჩანს ფატალურად უიღბლო კაცია და ეს გუნდსაც გადაედო - ზედიზედ ორი ევროფინალი წააგეს, რაც ისტორიაში არ ყოფილა.
და ასევე არ ყოფილა ისტორიაში ისიც, რომ ხორვატიის მსგავსი პატარა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასულიყო. მანდაც საუთგეიტის ინგლისმა "იყოჩაღა" და მოდრიჩს და კომპანიას გზა დაულოცა მთავარი მატჩისკენ. არადა რაც არგენტინამ უქნა მაგათ 2022-ის ნახევარფინალში, იგივე უნდა ექნა ინგლისსაც - თავისუფლად შეეძლოთ.

0.132844