ფეხბურთი

12:15 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

როდრი: "დროა, ოქროს ბურთი ესპანელმა მოიგოს"

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა როდრიმ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს მის კარიერაში საუკეთესო დღეა, ახლა კი, დრო მოვიდა, რომ ოქროს ბურთი ესპანელმა ფეხბურთელმა მოიგოს.

„ეს ალბათ საუკეთესო დღეა ჩემს კარიერაში. ჩვენ ვართ ევროპის ჩემპიონები, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო. ჩვენ გავხდით ევროპის ყველაზე წარმატებული ეროვნული ნაკრები. წინა თაობებმა გვაჩვენეს სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, რომ როცა ყველაფერს იქ აკეთებ, ჯილდოვდები, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.

ჩვენ დავწერეთ ისტორია, ამ პროცესში დავამარცხეთ მსოფლიოს ოთხი ყოფილი ჩემპიონი. გავიარეთ უმძიმესი ბადე და ეს გუნდის მენტალიტეტზე მეტყველებს. ბევრი ჩვენგანი იყო ჩემპიონი 17, 19, 21 წლამდელებში, მაგრამ ეს სულ სხვაა. დე ლა ფუენტესი ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ მან იცოდა, რას აკეთებდა. ახლა, დროა, ოქროს ბურთი ესპანელმა მოიგოს“, - თქვა როდრიმ.

შეგახსენებთ, რომ როდრი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ესპანეთი მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი, რაც საუკეთესო შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11303