ფეხბურთი

2:10 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024: როდრი საუკეთესო ფეხბურთელი, იამალი - საუკეთესო ახალგაზრდა

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი როდრი ევრო 2024-ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

უეფას სპეციალურ ანალიტიკოსთა ჯგუფმა პრიზი მას გადასცა.

როდრი მესამე ესპანელია ჩავის (2008) და ანდრეს ინიესტას (2012) შემდეგ, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. უეფა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს 1996 წლიდან ასახელებს და ხსენებული ესპანელების გარდა, ეს ჯილდო მოუგიათ მათიას ზამერს (1996), ზინედინ ზიდანს (2000), თეოდოროს ზაგორაკისს (2004), ანტუან გრიზმანს (2016) და ჯანლუიჯი დონარუმას (2020).

ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც ესპანელი გახდა - ლამინ იამალი. მან ევრო 2024-ზე თავი 1 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

საუკეთესო ახალგაზრდას უეფა 2016 წლიდან ასახელებს და უკვე ორ ესპანელს აქვს ეს ჯილდო: წინა ევროპის ჩემპიონატზე პედრი გამოარჩიეს, მანამდე, 2016 წელს კი - პორტუგალიელი რენატო სანჩესი.

0.120667