ფეხბურთი

1:45 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ზე ყველაზე მეტი დარტყმა მოიგერია

ევრო 2024 დასრულდა, გიორგი მიქაუტაძე ტურნირის თანაბომბარდირი გახდა 3 გოლით და უეფასგან სპეციალურ პრიზს, ოქროს ბუცს მიიღებს, მაგრამ კიდევ ერთი ქართველია ტურნირზე საუკეთესო კონკრეტული მაჩვენებლით - სეივებით გიორგი მამარდაშვილი.

ქართველმა მეკარემ ოთხ მატჩში უეფას ვერსიით 29 დარტყმა მოიგერია და მეორე ადგილზე გასულ ნიდერლანდელ ბარტ ვერბრიუგენს 11 სეივით აჯობა, რომელმაც 18 დარტყმა მოიგერია.

ხუთეული ასეთია:

1. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო) - 29 სეივი (4 მატჩი, 8 გაშვებული გოლი, 1 მშრალი მატჩი)

2. ბარტ ვერბრიუგენი (ნიდერლანდები) - 18 სეივი (6 მატჩი, 7 გაშვებული გოლი, 2 მშრალი მატჩი)

3. ჯორდან პიკფორდი (ინგლისი) - 17 სეივი (7 მატჩი, 6 გაშვებული გოლი, 2 მშრალი მატჩი)

4. მაიკ მენიო (საფრანგეთი) - 16 სეივი (6 მატჩი, 3 გაშვებული გოლი, 4 მშრალი მატჩი)

5. ფლორინ ნიცა (რუმინეთი) - 16 სეივი (4 მატჩი, 6 გაშვებული გოლი, 1 მშრალი მატჩი)

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე უეფა საუკეთესო მეკარეს არ ასახელებს, უბრალოდ ადგენს სიმბოლურ ნაკრებს, რომელიც ჯერჯერობით, არ შეურჩევიათ.

მამარდაშვილი უეფამ ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და გიორგიმ სპეციალური ჯილდოც მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112153