კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი სამიზნე მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ნიკო უილიამსია.
„ბილბაო“ ნიჭიერ შემტევს 50 მილიონ ევროდ აფასებს, „ბარსა“ კი, რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ეცდება, რომ ხსენებული თანხა მოიძიოს, რათა ბასკური კლუბის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
თუმცა, „ბლაუგრანას“ ნიკოსთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი ჰყავს ლონდონის „ჩელსის“ სახით, რომელიც ფინანსურ პრობლემების არ უჩივის.
ნიკო უილიამსი „ბილბაოს“ აღზრდილია და 122 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ესპანეთის ნაკრებში 19 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა, მათ შორის, ორი გოლი საქართველოს გაუტანა 2023 წელს თბილისში და ახლახან, ევროპის ჩემპიონატზე.