ჩოგბურთი

21:25 | 14.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასი: "ეს ჩემთვის ოცნებაა, რომელიც ორჯერ ავიხდინე"

უიმბლდონის მოგების შემდეგ კარლოს ალკარასმა კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს მისთვის ოცნებაა და სურს, ასე გააგრძელოს.

„სიმართლე გითხრათ, ეს ოცნებაა, ამ თასის მოგება. 11 წლის ასაკში მივეცი ინტერვიუ და ვთქვი, რომ ჩემი ოცნება უიმბლდონის მოგება იყო და ოცნება მეორედ ავიხდინე. მინდა ასე გავაგრძელო. ამ ლამაზ კორტზე თამაში, ამ თასის აწევა საოცარი გრძნობაა. ჩემთვის ეს არის ულამაზესი ტურნირი, ულამაზესი კორტი და ულამაზესი თასი.

მე უბრალოდ ვიბრძვი და მჯერა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიაში მოხვედრა. ძალიან მიხარია, რომ ნოვაკთან ერთად სიაში მოვხვდი. დიდმა ჩემპიონებმა ეს გააკეთეს, მაგრამ ჯერ არ ვთვლი ჩემს თავს მათსავით ჩემპიონად. ვეცდები გავაგრძელო გზა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

სად ვუყურებ ევროპის ჩემპიონატის ფინალს? გუნდთან ერთად ვუყურებ. არ ვიცი სად, მაგრამ აუცილებლად ვუყურებ. მე ჩემი საქმე გავაკეთე, ახლა ფეხბურთს ვუყუროთ. ვფიქრობ, ძალიან რთული მატჩი იქნება. ვნახოთ, ვინ მოიგებს თასს“, - თქვა ალკარასმა.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასმა უიმბლდონი ზედიზედ მეორედ მოიგო, ხოლო დიდი სლემის ტურნირები უკვე 4-ჯერ აქვს მოგებული (თითოჯერ ამერიკის და საფრანგეთის ღია პირველობები).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106458