ჩოგბურთი

21:03 | 14.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: "წავაგე, მაგრამ რაც განვიცადე ბოლო თვის განმავლობაში, მაინც კმაყოფილი ვარ"

ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ფინალში კარლოს ალკარასთან მარცხის (2:6, 2:6, 6:7) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ყველაფრის გათვალისწინებით მაინც კმაყოფილია.

„ძალიან ამაყი უნდა ვიყო. რა თქმა უნდა, ახლა ცოტა იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ როდესაც ვფიქრობ ბოლო თვეზე და რა განვიცადე... უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.

არ არის ის შედეგი, რაც მინდოდა, განსაკუთრებით პირველ ორ სეტში, ჩემი ჩოგბურთის დონე არ იყო ადეკვატური. კარლოსის დამსახურება უნდა აღვნიშნოთ, მან საოცარი ჩოგბურთი აჩვენა. მე ვიბრძოლე ბოლოს, მაგრამ ის აბსოლუტურად იმსახურებდა გამარჯვებას“, - თქვა ჯოკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკმა ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა. მან უიმბლდონის ფინალი ზედიზედ ორჯერ კარიერაში პირველად წააგო.

0.124074