რაგბი

20:30 | 14.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯი დაამარცხა

მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ფიჯელი თანატოლები დაძაბულ ბრძოლაში 40:36 დაამარცხეს და მეცხრე ადგილის დასაკავებლად ბრძოლას აგრძელებენ.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 5 ლელო დაუდეს, რომლებიც მიხეილ ხახუბიას, ტარიელ ბურთიკაშვილის, გიორგი გერგედავა, ნიკა ლომიძის, ლუკა კეშელავას აქტივშია. გარდა ამისა, ლუკა ცირეკიძემ 3-3 ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა. შედეგად, საქართველომ ფიჯის მძიმე ბრძოლაში 40:36 სძლია.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიას შეხვდება, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე უკვე დაამარცხა.

საქართველო - ფიჯი 40:36 (21:12)

0.124038