ფეხბურთი

19:25 | 14.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" ნიდერლანდელი თავდამსხმელი დაიმატა

"მანჩესტერ იუნაიტედში“ ჯოშუა ზირკზეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ინგლისელებმა ნიდერლანდელ ფორვარდს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

„მანჩესტერმა“ 42 მილიონი ევრო გადაიხადა, გარდა ამისა, აგენტებს 15 მილიონი საკომისიო გადაუხადეს. ასე რომ, ინგლისელებს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ ნიჭიერი შემტევის შეძენა.

ჯოშუა ზირკზემ კარიერა „ბაიერნში“ დაიწყო, შემდეგ „პარმას“ და „ანდერლეხტის“ ღირსებას იცავდა, თავი კი, გასულ სეზონში „ბოლონიაში“ გამოიჩინა, რომლის მაისურით 37 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137862