ფეხბურთი

18:40 | 14.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" სერბეთის ნაკრების მცველს შეუთანხმდა

იტალიური „მილანი“ „ზალცბურგის“ და სერბეთის ნაკრების მცველის, სტრაჰინია პავლოვიჩის დამატებას ცდილობს.

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, 23 წლის სერბთან კლუბმა შეთანხმებას უკვე მიაღწია, ახლა კი, ავსტრიელებთან მორიგებაა საჭირო, რომლებიც 30 მილიონ ევროს ითხოვენ. მილანელთა მიზანია სატრანსფერო ფასის შემცირება.

სტრაჰინია პავლოვიჩი „ზალცბურგში“ 2022 წლიდან თამაშობს და 68 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი, „პარტიზანის“, „მონაკოს“, „სერკლ ბრიუგეს“ და „ბაზელის“ წევრი იყო, ხოლო სერბეთის ნაკრებში 38 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

0.111715