18-წლიანი განსხვავებით, ჯანლუიჯი ბუფონის და გიორგი მამარდაშვილის დაუვიწყარი თამაში ერთ ქალაქში, ერთი მეტოქის წინააღმდეგ, ერთსა და იმავე თვესა და რიცხვში.
2006 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე იტალიამ ჩეხეთი 2:0 დაამარცხა. მეორე ტაიმში "აძურის" ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ პირველ ტაიმში ჯიჯი ბუფონი რომ არა, ანგარიშში ჩამორჩებოდა. ბუფონმა მაშინ შესანიშნავად ითამაშა.
ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველო ჩეხეთს დაუზავდა (1:1), რაც გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც ურთულესი დარტყმები მოიგერია.
საინტერესო დამთხვევა? ორივე ზემოხსენებული მატჩი ჰამბურგში გაიმართა, ორივე 22 ივნისს. ჯიჯის და მამარდას წინააღმდეგ ორივე შემთხვევაში ჩეხები იყვნენ.