ფეხბურთი

23:19 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დეპაი ფაბრეგასთან?

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი მემფის დეპაი შესაძლოა „კომოს“ ფეხბურთელი გახდეს - წერს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, კლუბი, რომელსაც სესკ ფაბრეგასი ხელმძღვანელობს, ნიდერლანდელი ფეხბურთელის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირებას ცდილობს. თავად თავდამსხმელი არ არის დარწმუნებული „კომოში“ გადასვლის აუცილებლობაში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბი დაუკავშირდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს ენტონი მარსიალს.

30 წლის მემფის დეპაი „ატლეტიკოს“ 2023 წლის იანვარში შეუერთდა. ამ სეზონში დეპაიმ მადრიდულ კლუბში 31 მატჩი ჩაატარა, ცხრა ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„კომო,“ ფაბრეგასის ხელმძღვანელობით, გასული სეზონის შედეგების შემდეგ 22 წლის განმავლობაში პირველად აღზევდა იტალიის სერია A-ში.

0.1151