ფეხბურთი

22:51 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტმა ევრო 2024-ის ფინალის წინ ესპანეთის ნაკრების ძლიერი მხარეები დაასახელა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ევრო 2024-ის ესპანეთთან ფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა მეტოქის ძლიერ მხარეებზე.

„ესპანეთს თამაშის ძალიან მკაფიო სტილი აქვს. მათ შეკრული გუნდი ჰყავთ, რომელიც ძალიან კარგად ახორციელებს პრესინგს მაღალი ინტენსივობით. ისინი ჩინებულად ფლობენ ბურთს, ამიტომ მათ წინააღმდეგ მაქსიმალურად ორგანიზებულად ყოფნაა საჭირო. მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვაკონტროლებდით ბურთს, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე მატჩში“, - ციტირებს უეფას პრესსამსახური საუთგეიტის სიტყვებს.

ესპანეთ-ინგლისის ფინალი 14 ივლისს გაიმართება ბერლინში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11371