ფეხბურთი

21:23 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტმა ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა, ესპანეთთან ევრო 2024-ის ფინალური მატჩის წინ, შემტევი ჰარი კეინის, როგორც გუნდის ლიდერის პროგრესი აღნიშნა. თამაში ხვალ, 14 ივლისს გაიმართება ბერლინში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

„ის ძალიან გაიზარდა, როგორც ლიდერი. უნდა ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში განსაკუთრებით კარგი იყო. მან გააცნობიერა გუნდის ღირებულება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე.

ტრავმის გამო რამდენიმე გამოცდილი ლიდერი დავკარგეთ, მაგალითად ჰენდერსონი და მაგუაირი. ასე რომ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოემატა კეინს და მან შესანიშნავად შეასრულა ამოცანა", - ციტირებს უეფას პრესსამსახური საუთგეიტის სიტყვებს.

0.111434