ფეხბურთი

20:48 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მორატა იამალზე: „სიყვარულით ვეპყრობით, გულწრფელად გვჯერა მისი“

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, ალვარო მორატამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ექცევა გუნდი ეროვნული ნაკრების ჭაბუკ თავდამსხმელს, ლამინ იამალს, რომელსაც დღეს, 13 ივლისს შეუსრულდა 17 წელი.

„სიყვარულით, გულწრფელად გვჯერა მისი. აქ მოთამაშეთა უმეტესობა თვეების განმავლობაში ერთად თამაშობდა მატჩებს და ჩვენ ვუთხარით მას: „ევროს მოვიგებთ!"

ვურჩიეთ, ეფიქრა, როგორ დაგვეხმარებოდა ამაში. ვცდილობთ დავიცვათ მცირე უსიამოვნებებისგან, რადგან ის განსხვავდება ბევრი მოთამაშისგან. მაგრამ იგივე შეგვიძლია ვთქვათ ნიკო უილიამსზე და დანი ოლმოზე - ისინი ყველა განსაკუთრებულები არიან. შემიძლია მთელი ჩვენი გუნდის ჩამოთვლა.

ახლა მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს ისტორიის ხელახლა გადაწერასთან, მაგრამ ძალიან უნდა ვეცადოთ, რადგან ეს ადვილი არ იქნება“, - ციტირებს უეფას პრესსამსახური მორატას სიტყვებს.

ევრო 2024-ის ფინალი, რომელშიც ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან, 14 ივლისს გაიმართება ბერლინში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.117167