ფეხბურთი

20:17 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-იტიჰადმა“ მთავარ მწვრთნელად ლორან ბლანი დანიშნა

საუდურმა „ალ-იტიჰადმა“ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგი სპეციალისტის ლორან ბლანის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

„ლორან ბლანი „ალ-იტიჰადის“ ახალი მთავარი მწვრთნელია", - ნათქვამია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

ბლანის ბოლო სამუშაო ადგილი ფრანგული „ლიონი“ გახლდათ, საიდანაც 2023 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს. მანამდე ფრანგი სპეციალისტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს, პსჟ-ს, ბორდოსა და ყატარულ „ერ-რაიანს“ წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ გუნდის წინა მთავარი მწვრთნელი არგენტინელი მარსელო გალიარდო კლუბის ფრანგ თავდამსხმელ კარიმ ბენზემასთან კონფლიქტის გამო გაათავისუფლეს.

გასული სეზონში „ალ-იტიჰადმა“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში, 54 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.

0.112838