რაგბი

16:03 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის სერიების ფარგლებში მეორე ტესტ-მატჩი ჩაატარა და სტუმრად იაპონიის ნაკრებთან საკმაოდ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა.

იაპონია ბოლო დროს ძალიან პროგრესირებს და ძლიერია, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ მოახერხეს მათსავე მოედანზე გამარჯვება. საქართველომ იაპონია ისტორიაში მეორედ დაამარცხა.

შეხვედრა აზიელებმა კარგად დაიწყეს და მეოთხე წუთზე უკვე გარდასახული ლელოთი იგებდნენ. მალევე ლუკა მატკავამ ორი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა, რასაც მასპინძლებმა ასევე ჯარიმით უპასუხეს. მერე იყო ვანო კარკაძის და მიხეილ ალანიას ლელოები, საიდანაც მატკავამ ერთი გარდასახა, ასევე იაპონიის ერთი ჯარიმა - საქართველომ ტაიმი 18:13 მოიგო.

მეორე ნახევარში იაპონიამ ჯარიმით სხვაობა შეამცირა, ხოლო 65-ე წუთზე გარდასახული ლელოთი წინ გავიდა - 23:18. მიუხედავად ამისა, საქართველომ მაინც მოიგო. 74-ე წუთზე ჯავახიამ მოახერხა ლელოს დამიწება და წონასწორობა აღადგინა, ლელო კი, მატკავამ ზუსტად გარდასახა.

დარჩენილ დროში რიჩარდ კოკერილის გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა და 25:23 მოიგო, ასე რომ, ფიჯისთან მარცხის შემდეგ განწყობა გამოიკეთა.

ერთ კვირაში საქართველოს ნაკრები ავსტრალიის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.

იაპონია - საქართველო 23:35 (13:18)

0.109652