ფეხბურთი

16:50 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport-ი დე ლაურენტისის კვარაცხელიასთან შესათანხმებელ გეგმაზე წერს

„ნაპოლი“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს, მაგრამ ახალწვეულების გარდა, კლუბის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ხვიჩა კვარაცხელიასთან შეთანხმების მიღწევაა.

Tuttosport-ი აურელიო დე ლაურენტისის გეგმაზე წერს ხვიჩასთან კონტრაქტის გაფორმების თაობაზე:

„დე ლაურენტისის გეგმებში შედის კასტელ დი სანგროში შეხვედრა ჯუღელთან და კვარაცხელიასთან მამასთან, შესაძლოა, ეს იყოს შეხვედრა კონტრაქტის გაფორმებისთვის“, - წერს გამოცემა, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 2029 წლამდე განახლების დიდი შანსია, რადგან დე ლაურენტისმა პსჟ-ს შეთავაზება უარყო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიას 2029 წლამდე კონტრაქტს და ხელფასის 5 მილიონ ევრომდე გაზრდას სთავაზობს. ქართველ ფეხბურთელს იტალიურ კლუბში 88 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი, 21-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

0.110202