ფეხბურთი

15:18 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

იამალი: "საფრანგეთთან მატჩის შემდეგ მბაპემ მაისური მთხოვა"

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ლამინ იამალმა განაცხადა, რომ საფრანგეთთან მატჩის შემდეგ მას მაისურის გაცვლა კილიან მბაპემ სთხოვა.

„საფრანგეთთან ნახევარფინალის შემდეგ მბაპე ჩემთან მოვიდა და მაისური მთხოვა. იგივე მანამდე მოხდა იტალიასთან მატჩის შემდეგ, როცა კიეზამ მთხოვა მაისურის გაცვლა“, - აღნიშნა 16 წლის ტალანტმა.

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი ევრო 2024-ზე ერთ-ერთი საუკეთესოა და არის შანსი, სულაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118926