ფეხბურთი

14:46 | 13.07.2024 | ნანახია NaN - ჯერ

დავითაშვილი: "ბორდოში" ორი ლამაზი წელი გავატარე და ბევრი კარგი მოგონება მიმაქვს"

„სენტ ეტიენში“ გადასვლის შემდეგ ზურიკო დავითაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „ბორდოს“ დაემშვიდობა. მან თავის ყოფილ გუნდს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

"მოგესალმებით. მოვიდა დრო დავემშვიდობო "ბორდოს". ეს იყო ლამაზი 2 წელი დიდებულ გუნდთან და გულშემატკივრებთან ერთად. სამწუხაროდ, ამ პერიოდის განმავლობაში ვერ შევასრულეთ ის მიზანი, რაც დავისახეთ და გულშემატკივრებს გაახარებდათ, თუმცა თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. მივდივარ, თუმცა ამ ადგილიდან ბევრი კარგი მოგონება მიმაქვს. მადლობა და წარმატებები”, - დაწერა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 71 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან „სენტ ეტიენთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:00 | 24.01.2022
sul2 (1775)

ოჰ როგორ მოუხდება იუვეს... საოცრად

0.07287