ფეხბურთი

14:20 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport გიორგი ქოჩორაშვილი "ლაციოს" სათამაშო სტილს ძალიან კარგად მოერგება

ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა სტატია გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც ევრო 2024-ზე გამოიჩინეს თავი და შეიძლება ახალ კლუბებში გადავიდნენ.

ცალკე თავია მიძღვნილი საქართველოს ნაკრებზე, საიდანაც გიორგი მიქაუტაძე და გიორგი ქოჩორაშვილი გამოარჩიეს. განსაკუთრებით, „ქოჩორა“, რომელზეც წერენ:

„საქართველო ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო და მერვედფინალში გავიდა. მისი ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც 3 გოლი გაიტანა, „მონაკოსთან“ ძალიან ახლოსაა და საათების საქმე უნდა იყოს. „მეცმა“ ის „აიაქსიდან“ 13 მილიონად იყიდა და დაახლოებით 25 მილიონად გაყიდა მონეგასკურ კლუბში. მეორე საინტერესო სახელია მებრძოლი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი. ის ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ლევანტეში“ თამაშობს, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირეს. რამდენიმე დღის წინ „ლაციოს“ რადარზე გამოჩნდა, მარკო ბარონის სათამაშო სტილს ის ძალიან კარგად მოერგებოდა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაახანგრძლივა.

0.117198