„ნაპოლიმ“ „ტორინოდან“ ალესანდრო ბორჯორნო დაიმატა. ტრანსფერი ნეაპოლელებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
ბონჯორნოს ტრანსფერი „ნაპოლის“ 35 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც 5 მილიონი ბონუსად დაემატება. ალესანდრომ „აძურისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ბონჯორნო „ნაპოლიში“ გადასვლაზე პირადად ანტონიო კონტემ დაითანხმა. ის ნეაპოლელთა მესამე ახალწვეულია მიმდინარე ზაფხულს, ლეონარდო სპინაცოლასა და რაფა მარინის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი მცველია.
ალესანდრო ბონჯორნო „ტორინოს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 109 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.