ფეხბურთი

13:00 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ირანელი თავდამსხმელი დაიმატა

მილანის „ინტერმა“ ირანის ნაკრების თავდამსხმელი, მეჰდი ტარემი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ირანელი ბოლო 4 სეზონი „პორტუში“ თამაშობდა, სადაც 182 მატჩში 91 გოლი გაიტანა, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და „ინტერში“ უფასოდ გადავიდა, რომელთანაც 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მეჰდი ტარემი მანამდე „შაჰინში“, „ირანჯავანში“, „პერსეპოლისში“, „ალ-გარაფასა“ და „რიუ ავეში“ თამაშობდა, ირანის ნაკრებში კი 85 მატჩში 50 გოლი აქვს გატანილი.

0.122905