ფეხბურთი

12:17 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუა ზირკზე "მანჩესტერში" ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ჯოშუა ზირკზეს ტრანსფერი გადაწყდა, მხოლოდ ოფიციალური განცხადებაა დარჩენილი.

23 წლის ნიდერლანდელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს.

„მანჩესტერმა“ 42 მილიონი ევრო გადაიხადა, გარდა ამისა, აგენტებს 15 მილიონი საკომისიო გადაუხადეს. ასე რომ, ინგლისელებს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ ნიჭიერი შემტევის შეძენა.

ჯოშუა ზირკზემ კარიერა „ბაიერნში“ დაიწყო, შემდეგ „პარმას“ და „ანდერლეხტის“ ღირსებას იცავდა, თავი კი, გასულ სეზონში „ბოლონიაში“ გამოიჩინა, რომლის მაისურით 37 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111764