ფეხბურთი

11:40 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

41 წლის პეპე რეინა სერია A-ში ითამაშებს

ვეტერანი ესპანელი მეკარე, პეპე რეინა, რომელიც 41 წლისაა, სერია A-ში ბრუნდება. იტალიური მედიის ცნობით, მან შეთანხმებას მიაღწია „კომოსთან“, რომელიც ახლახან დაუბრუნდა ელიტას.

რეინა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება ლომბარდიელებს და ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. პეპე სესკ ფაბრეგასის ხელმძღვანელობით ითამაშებს, რომელთან ერთად ესპანეთის ნაკრებში ირჯებოდა. სესკი „კომოს“ მწვრთნელია.

პეპე რეინას „ბარსელონაში“, „ლივერპულში“, „ბაიერნში“, „ასტონ ვილაში“ უთამაშია, ბოლოს „ვილიარეალში“ იყო, ხოლო იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვს, სადაც „ნაპოლის“ 2013-2014, 2015-2018, „მილანის“ 2018-2020 და „ლაციოს“ 2020-2022 ღირსებას იცავდა.

სხვათა შორის, „კომო“ ძალიან ახლოსაა რაფაელ ვარანის დამატებასთანაც. ეს ტრანსფერიც დიდი ალბათობით, შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113372