ფეხბურთი

22:03 | 12.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან დამარცხდა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში ევრო 2025-ის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი ჩაატარა და თბილისში ჯგუფის ლიდერ ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლა.

მეტოქე აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა ირის ანტმანის გუნდი ბოლო წუთებამდე ახერხებდა კარის მშრალად შენახვას. ბელარუსებმა მაინც მოიგეს. 86-ე წუთზე ანგარიში კარინა ალხოვიკმა გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ვიკტორია ვალიუკმა სხვაობა ორამდე გაზარდა და ბელარუსებმა 2:0 მოიგეს

საქართველოს ქალთა ნაკრები C დივიზიონის პირველ ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 7 ქულით მეორე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 16 ივლისს, სტუმრად ლიეტუვას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113313