ჩოგბურთი

20:37 | 12.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ალკარასი უიმბლდონის ფინალში გავიდა (+VIDEO)

უიმბლდონის ნახევარფინალში კარლოს ალკარასმა დანილ მედვედევი დაამარცხა და ტიტულისთვის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს.

პირველი სეტი ყველაზე დაძაბული გამოდგა, რომელიც რუსმა ჩოგბურთელმა ტაიბრეიკზე მოიგო. თუმცა, ამის შემდეგ კორტზე ყველაფერს ალკარასი აკონტროლებდა, რომელმაც მომდევნო სამი სეტი ზედიზედ 6:3, 6:4, 6:4 მოიგო და შეხვედრაში გამარჯვებაც იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ ალკარასმა ბოლო სამ სეტში მხოლოდ ერთი გეიმი წააგო საკუთარ ჩაწოდებაზე, სამაგიეროდ, ოთხჯერ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და გამარჯვებაც ამან განაპირობა.

მედვედევმა 5 ეისი შეასრულა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ალკარასის აქტივში 6 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

უიმბლდონის ფინალი 14 ივლისს გაიმართება. კარლოს ალკარასის მეტოქე დღეს, მოგვიანებით გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126393