ფეხბურთი

19:34 | 12.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუეს" დირექტორი: "ბუდუსთან ვისაუბრებთ, იმედი გვაქვს, რომ დარჩება"

„კარლსრუეს“ სპორტულმა დირექტორმა სებასტიან ფრაისმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ბუდუ ზივზივაძის შენარჩუნება სურთ. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელთან ისაუბრებენ.

„ბუდუს შემთხვევაში ჯერ გვსურს ვნახოთ, რამდენად იქნება ფორმაში და ენერგია ექნება აღდგენილი, როდესაც გუნდს 17 ივლისს შეუერთდება. შემდეგ მასთან ისევ ვისაუბრებთ. ამ დროისთვის, ვფიქრობ, რომ ყველა დარჩება“, - თქვა ფრაისმა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ მაისურით გასულ სეზონში II ბუნდესლიგაში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა.

ქართველ ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ჯერჯერობით, მისი მომავალი გაურკვეველია. ცოტა ხნის წინ თურქული მედია მას "ტრაბზონსპორს" უკავშირებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125286