ფეხბურთი

16:46 | 12.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

Marca: მამარდაშვილის ტრანსფერზე სიტუაცია უცვლელია - ისევ უკიდურესად რთულია

ცნობილი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რომ „ვალენსიადან“ გიორგი მამარდაშვილის წასვლის შანსი არც თუ ისე მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბისთვის გაყიდვის პირველი ვარიანტია.

წყაროს თანახმად, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს კლუბებთან, რათა გაეგოთ, შესაძლებელი იყო თუ არა კომპლექსური ოპერაციის განხორციელების შანსი, რადგან „ვალენსიას“ მოთხოვნილი თანხა 35-40 მილიონი ევროა. ამ დროისთვის ვითარება უცვლელი რჩება - უკიდურესად რთული.

გარდა ფასისა, მამარდაშვილის ტრანსფერს ხელს ის უშლის, რომ ევროპული გრანდები პირველი ნომრის სტატუსის მეკარეს ფაქტობრივად არ ეძებენ და დაკომპლექტებული არიან. ისეთ გუნდში წასვლას კი, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის არ იბრძვის, მამარდას წასვლას უბრალოდ აზრი არ აქვს.

ქართველ მეკარეს „ვალენსიას“ მაისურით 100 მატჩი აქვს ჩატარებული, კონტრაქტი კი, 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105831