ლონდონის „ჩელსი“ ნიჭიერ პორტუგალიელ მცველს, რენატო ვეიგას დაიმატებს. 21 წლის ფეხბურთელში ინგლისელები 14 მილიონ ევროს გადაიხდიან და კონტრაქტს გაუფორმებენ.
ვეიგამ გასულ სეზონში „ბაზელში“ ითამაშა, სადაც გაბრიელ სიგუას თანაგუნდელი იყო და 26 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ის „სპორტინგის“ აღზრდილია, მცირე ხნით იჯარით გერმანულ „აუგსბურგშიც“ თამაშობდა.
ვეიგას პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, 21-წლამდელებში კი, 5 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.