ფეხბურთი

13:53 | 12.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო იმობილე კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ჩირო იმობილე „ლაციოს“ დატოვებს და კარიერას „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

34 წლის თავდამსხმელმა თურქებთან უკვე შეათანხმა ორწლიანი კონტრაქტი, რომლის ფარგლებში 16 მილიონ ევროს მიიღებს. მოსალოდნელია, რომ გარიგება უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება. აღსანიშნავია, რომ იმობილემ თურქეთში გადასვლა ამჯობინა საუდის არაბეთში წასვლას, სადაც ასევე ეპატიჟებოდნენ.

ჩირო იმობილე „ლაციოში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 340 მატჩში 207 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

იმობილე „იუვენტუსის“ აღზრდილია, გარდა ამისა, „სიენაში“, „გროსეტოში“, „პესკარაში“, „ჯენოაში“, „ტორინოში“, „დორტმუნდსა“ და „სევილიაში“ ითამაშა.

0.116549