ფეხბურთი

22:58 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" "ტირანასთან" ფრეს დასჯერდა

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედომ“ ალბანურ „ტირანას“ უმასპინძლა და საპასუხო შეხვედრის წინ არცთუ სასურველ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ვერ მოიგო.

არადა, სტივ კინის გუნდმა თამაში ძალიან აქტიურად დაიწყო: ჯერ ნიკოლა ნინკოვიჩს დარტყმა ცარიელი კარიდან გამოიტანა მცველმა, შემდეგ ბიორნ იონსენის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მერე ანგარიშიც გაიხსნა: მე-20 წუთზე ალბანელმა მცველმა გლედი მიჩიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა, გოლი დამსახურებული იყო.

მალევე, სტივ კინის გუნდს უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში „ტორპედო“ ვეღარ აქტიურობდა, მეტოქემაც უფრო მეტად დაიწყო შეტევაში თამაში. მიუხედავად ამისა, მასპინძლებს ორი მაგარი შანსი ჰქონდათ, ჯერ ფელიპე პირესმა მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა, შემდეგ მერაბ გიგაურის შორეული დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

87-ე წუთზე კი სტუმრებმა გაათანაბრეს, როდესაც რიმალ ჰაქსიუს დარტყმას მეკარე ვერ გაუმკლავდა. სამაგიეროდ, ფილიპ კლიაიჩმა 93-ე წუთზე იხსნა „ტორპედო“, თორემ იმერული გუნდი შეიძლებოდა დამარცხებულიყო...

ამრიგად, 1:1, რაც „ტორპედოსთვის“ ხელსაყრელი ანგარიში ნამდვილად არაა, რადგან საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ალბანეთში ელოდება და ადვილი იქ თამაში ნამდვილად არ იქნება.

„ტორპედო“ – „ტირანა“ 1:1 (1:0)

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

„ტორპედო“ (4-2-3-1): კლიაიჩი; მჭედლიშვილი (ჟორჟინიო 64), მონტეირო, ნადარაია, შერგელაშვილი; ელიტონ ჟუნიორი, გიგაური; ფელიპე პირესი, ნინკოვიჩი (მანჯგალაძე 64), აურო (ბიძინაშვილი 81); იონსენი

მწვრთნელი: სტივ კინი

„ტირანა“ (4-3-3): სელმანი; ისუფი, კოლა, პერგიონი, მიჩი; სოლერი (დემბელე 78), მეტა, იონუზი (ტოლა 78); იაკუ (პრენგაი 78), ჰაქსიუ, ბაიროვიჩი(იარმუნი 64)

მწვრთნელი: ბლედი შკემბი

გოლები: 1:0 მიჩი (20, ა.გ), 1:1 ჰაქსუი (87)

გაფრთხილება: აურო (33), მონტეირო (90) – პერგიონი (42)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 7 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ზავენ ჰოვჰანისიანი (სომხეთი)

0.138591