ფეხბურთი

23:40 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჟირონამ" დონი ვან დე ბეეკი დაიმატა

ესპანურმა „ჟირონამ“ დონი ვან დე ბეეკი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა კატალონიელებთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ვან დე ბეეკი გასულ სეზონში იჯარით „აინტრახტში“ თამაშობდა, სადაც თავი ვერაფრით გამოიჩინა. მანამდე ის „ევერტონშიც“ იყო განათხოვრებული. „მანჩესტერში“ კი, 27 წლის ფეხბურთელი 2020 წლიდან ირიცხებოდა და 62 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

დონი ვან დე ბეეკმა კარიერის საუკეთესო პერიოდი ამსტერდამის „აიაქსში“ გაატარა, რომლის მაისურით 175 შეხვედრაში 41 გოლის გატანა მოახერხა.

0.114139