ფეხბურთი

16:25 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "როცა კაშია მოედანზეა, მე უფრო მშვიდად ვარ"

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილომაკედონიურ „სტრუგასთან“ მატჩის (4:2) შემდეგ ისაუბრა.

სლოვაკმა სპეციალისტმა გურამ კაშია შეაქო და აღნიშნა, რომ თავს უფრო მშვიდად გრძნობს, როცა ქართველი მცველი მოედანზეა:

„სტრელეცმა და კუცკამ შესანიშნავად ითამაშეს. გურამს თამაში სურდა და როცა ის მოედანზეა, მე უფრო მშვიდად ვარ. ჩვენ დავკარგეთ სისწრაფე ჩავრიჩის წასვლით და ნახევარდაცვაში ძალა ჯაბა კანკავას წასვლით, ამიტომ, ახლა უფრო ჭკვიანურად თამაში გვმართებს. არ შეიძლება საკუთარ მოედანზე ორი გოლი ასე სწრაფად გავუშვათ“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ ევრო 2024-ზე თამაში ცოტა ხნის წინ დაასრულა, თუმცა ახალი საკლუბო სეზონი მან უკვე დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118325