ფეხბურთი

15:36 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ პალინიას ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

მიუნხენის „ბაიერნმა“ დაცვითი ნახევარმცველის, ჟოაუ პალინიას ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. მანამდე პორტუგალიელი ფეხბურთელი ლონდონის „ფულემში“ თამაშობდა. პალინია „ბაიერნში“ 2028 წლამდე დაჰყოფს - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენური კლუბი პალინიას 46 მილიონ ევროს, პლუს ბონუსებს გადაუხდის. გასულ სეზონში 28 წლის ჟოაუმ „ფულემის“ 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა ყველა ტურნირზე, ოთხი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ბაიერნმა“ ვერც ერთი ტიტული ვერ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111171