ფეხბურთი

13:53 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დუმფრისი ინგლისთან დანიშნულ პენალტზე: „ნამდვილად სირცხვილია“

ნიდერლანდების ნაკრების მცველმა დენზელ დუმფრისმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრებთან დანიშნულ პენალტზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მატჩის პირველ ტაიმში გერმანელმა მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა ინგლისელ ფორვარდ ჰარი კეინზე დუმფრისის მხრიდან წესის დარღვევისთვის.

„ბურთი ჩვენს შორის დავარდა. დაბლოკვა მინდოდა, უბრალოდ დავარტყი, ნამდვილად სირცხვილია, ეს განზრახ არ გამიკეთებია“, - ციტირებს დუმფრისის სიტყვებს RMC Sport.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ნახევარფინალური მატჩი ნიდერლანდებსა და ინგლისს შორის გუშინ 10 ივლისს გაიმართა დორტმუნდში და ინგლისის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

0.121528