ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ძალიან კარგი ტურნირი ჩაატარეს და ნიდერლანდელმა გულშემატკივარმა ამ გუნდით უნდა იამაყოს.
„ინგლისმა პირველ ტაიმში ჩვენს ნახევარდაცვაში პრობლემები შექმნა, ვერ ვაკონტროლებდით ხაზებს შორის ფოდენის და ბელინგემის თამაშს. ამის შემდეგ ნახევარმცველი დავამატეთ და თამაში უფრო თანაბარი გახდა. ბოლო 20-25 წუთში გვქონდა განცდა, რომ უფრო ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ შესანიშნავი გოლი გაიტანეს და ეს არის ფეხბურთი. შესაძლოა, დამატებით დროს ვიმსახურებდით, მაგრამ ასეა. შეგვიძლია ჩვენი ფეხბურთელებით ვიამაყოთ და ეროვნული ნაკრებით, რადგან დიდი ტურნირი გვქონდა.
შედეგით იმედგაცრუებული ვარ. ძალიან კარგად დავიწყეთ და გავიტანეთ. სიმონმა კარგად ითამაშა, სახიფათო იყო, შესანიშნავი გოლი გაიტანა, ის ყოველთვის ბევრს მუშაობს, ბედნიერი რომ მყავს, რადგან მას დიდი მომავალი აქვს.
დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ გუნდს მეტის გაკეთება შეუძლია. კარგად ვიმუშავეთ, განვავითარეთ ურთიერთობა და ახლოს ვიყავით ფინალთან. ფინალი? ესპანეთი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ინგლისი ფინალშია და შეიძლება ისინი დაამარცხოს, რატომაც არა?“, - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ფინალი 14 ივლისს, ბერლინში გაიმართება.