„ნაპოლიმ“ მადრიდის „რეალიდან“ 22 წლის ცენტრალური მცველი რაფა მარინი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ესპანელმა ნეაპოლელებთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, „რეალმა“ კი 12 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს მარინის უკან გამოსყიდვის უპირატესობა ექნებათ.
კონტრაქტში არსებული პუნქტით, „რეალს“ რაფას გამოსყიდვა 2026 წელს 25 მილიონად, 2027 წელს კი, 35 მილიონ ევროდ შეეძლება.
რაფა მარინი „რეალის“ კასტილიაში აღიზარდა, გასულ სეზონში კი, იჯარით „ალავესში“ გაატარა, რომლის მაისურით მოედანზე 35-ჯერ გავიდა. მარინი "ნაპოლის" მეორე ახალწვეულია მიმდინარე ზაფხულს ლეონარდო სპინაცოლას შემდეგ, რომლის ტრანსფერიც ასევე დღეს დადასტურდა.