საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგს“ დაუკავშირეს. დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ sport-90.de-ს ინფორმაციით, გერმანული გუნდის ხელმძღვანელობა დაცვის მარჯვენა ფლანგზე 23 წლის ქართველის ვარიანტს განიხილავს.
გოჩოლეიშვილი 2022 წლიდან დონეცკის „შახტარის“ წევრია, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ის უკმაყოფილოა გუნდში თავისი როლით, რადგან სათამაშო პრაქტიკა იშვიათად აქვს. გიორგიმ უკრაინული გუნდის მაისურით 36 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
„ჰამბურგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაშია და მის ღირსებას ორი წლის წინ გიორგი ჩაკვეტაძე იცავდა.