ფეხბურთი

20:15 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024-ის ბომბარდირთა დავა: ბრძოლაში ორი ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ის ბომბარდირობის შანსი დაკარგა.

ამ დროისთვის, როცა ტურნირის დასრულებამდე ორი მატჩია დარჩენილი, 3-3 გოლი აქვთ გატანილი მიქაუტაძეს, დანი ოლმოს, კოდი გაკპოს, ივან შრანცს და ჯამალ მუსიალას.

თუმცა, ვინაიდან გოლების რაოდენობის შემდეგ პრიორიტეტული საგოლე პასია, ამ დროისთვის ოქროს ბუცისთვის ბრძოლას დანი ოლმო ლიდერობს, რომლის აქტივში 3 გოლი და 2 პასია. სხვათა შორის, ოლმოს ყველაზე ცოტა წუთიც აქვს ნათამაშები კონკურენტებს შორის (341).

მიქაუტაძის აქტივში 3 გოლი და 1 საგოლე პასია, მან 347 წუთი ითამაშა. დანი ოლმოს საფრანგეთთან გოლი რომ ვერ გაეტანა, გიორგი ლიდერო იქნებოდა. ამ დროისთვის ბრძოლას ქართველთან ერთად შრანცი და მუსიალა არიან გამოთიშული, ხოლო ოლმოსა და გაკპოს შორის ბრძოლა გრძელდება.

მაგალითად, ევრო 2020-ზე კრიშტიანუ რონალდუმ და პატრიკ შიკმა 5-5 გოლი გაიტანეს, მაგრამ ბომბარდირი რონალდუ გახდა, რადგან 1 საგოლე პასიც ჰქონდა, როცა შიკის აქტივში ასისტი არ იყო. ასე რომ, თუ არაფერი შეიცვალა, ევრო 2024-ის ბომბარდირი ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი გახდება.

0.114253