ფეხბურთი

21:15 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" ტურამი დაიმატა

ფრანგული „ნიცას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხეფრენ ტურამი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ტურამმა „იუვენტუსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის ღირებულებამ კი, 20 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 5 მილიონი ბონუსად დაემატება.

23 წლის ხეფრენ ტურამი ლილიან ტურამის შვილია, რომელიც 2001-2006 წლებში თამაშობდა „იუვენტუსში“, მისი უფრო ძმა მარკუსი კი, „ინტერის“ რიგებში ირჯება. ხეფრენი იტალიის ქალაქ რეჯო ემილიაშია დაბადებული.

ხეფრენ ტურამმა „ნიცას“ მაისურით 167 მატჩში მეტოქეთა კარში 9 გოლის გატანა შეძლო, საფრანგეთის ნაკრებში კი მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11416