ფეხბურთი

18:39 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია: "არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩისთვის მზად არ ვარ"

ანხელ დი მარიამ კანადასთან მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრებში ბოლო თამაშისთვის მზად არ არის.

დი მარია კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ ნაკრებიდან მიდის, შესაბამისად, „ალბისელესტეს“ მაისურს ბოლოჯერ ფინალში მოირგებს.

„ნაკრებში ჩემი ბოლო მატჩისთვის მზად არ ვარ, მაგრამ დრო დადგა. რაც არ უნდა მოხდეს ფინალში, ვფიქრობ, რომ მთავარი კარიდან გასვლას შევძლებ. ყველაფერი გავიღე ამ მაისურისთვის. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარი დამიჭირა.

მოედანზე გასვლამდე მესი სიტყვით გამოვიდა, რომელშიც თქვა, რომ ფინალში გასვლა ჩემ გამო უნდოდათ, ამან სიამაყით აღმავსო“, - თქვა დი მარიამ.

ანხელ დი მარიას არგენტინის ნაკრებში 144 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი და 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2021 წელს კი, კოპა ამერიკა მოიგო. გარდა ამისა, „ფიდეოს“ 2008 წელს ოლიმპიადაც აქვს მოგებული.

არგენტინა კოპა ამერიკის ფინალში ურუგვაის ან კოლუმბიას დაუპირისპირდება.

0.116031