ფეხბურთი

16:12 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

თომას მიულერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა თომას მიულერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 34 წლის ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება ევრო 2024-ის შემდეგ მიიღო.

მიულერი გერმანიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობდა და 131 მატჩში 45 გოლი გაიტანა. მას გერმანიის ნაკრებში 2019-2020 წლებში არ იძახებდნენ, მაგრამ 2021 წელს „ბუნდესნაკრებში“ ჰანსი ფლიკმა დააბრუნა.

მიულერზე მეტჯერ გერმანიის ნაკრებში მხოლოდ ლოთარ მათეუსს (150) და მიროსლავ კლოზეს (137) უთამაშიათ, ხოლო გოლეადორებში კარლ-ჰაინც რუმენიგესთან ერთად მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე თომას მიულერმა 10 გოლი გაიტანა (2010 წელს 5 და 2014 წელს - 5), მაგრამ სამაგიეროდ, სანაკრებო კარიერა ისე დაასრულა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთი გოლიც ვერ გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ვეტერან ფეხბურთელს მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.113584