„ნაპოლის“ ვებგვერდზე ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში დაგეგმილი ამხანაგური მატჩების განრიგი და სპარინგპარტნიორების ვინაობა გამოქვეყნდა.
ანტონიო კონტეს გუნდი პრესეზონზე ხუთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. თუმცა, ხვიჩა კვარაცხელია, ალბათ სამში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვინაიდან, ორი სპარინგი „ნაპოლის“ მაშინ აქვს დაგეგმილი, როცა ხვიჩა ჯერ კიდევ შვებულებაში იქნება. ის „ნაპოლის“ 25 ივლისს შეუერთდება, აქედან სამ დღეშია მატჩი თურქულ „ადანა დემირსპორთან“, სადაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ითამაშოს.
ასე რომ, კვარა მოედანზე ალბათ „ბრესტის“ და „ჟირონას“ წინააღმდეგ, ცხადია, თუ სხვა კლუბში არ გადავა.
16 ივლისი
„ნაპოლი“ – „ანაუნე“
20 ივლისი
„ნაპოლი“ – „მანტოვა“
28 ივლისი
„ნაპოლი“ – „ადანა დემირსპორი“
31 ივლისი
„ნაპოლი“ – „ბრესტი“
3 აგვისტო
„ნაპოლი“ – „ჟირონა“
აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 18 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება, თუმცა სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი მანამდე, 10 აგვისტოს, იტალიის თასის ეგიდით „მოდენასთან“ ელოდება.