ფეხბურთი

2:18 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფინალი შეიძლება გამოტოვოს: მორატას ტრავმა სტიუარდმა მიაყენა (+VIDEO)

ალვარო მორატამ საფრანგეთთან მატჩის შემდეგ დაზიანება მიიღო და არაა გამორიცხული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვერ ითამაშოს.

ესპანეთის ნაკრების კაპიტნის ტრავმა კურიოზულია: მას მოედანზე მყოფი სტიუარდი დაეჯახა, როცა ესპანელები გამარჯვებას ზეიმობდნენ. ალვარომ მოედანი ტკივილით დატოვა და მისი მდგომარეობა მოგვიანებით გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალში 14 ივლისს, ინგლისის ან ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122473