ფეხბურთი

1:40 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

იამალი: "მინდა ფინალი მოვიგო და დაბადების დღე ჩემპიონობით აღვნიშნო"

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ლამინ იამალი საფრანგეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მან მატჩის შემდეგ ფინალის მოგებაზეც ისაუბრა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ მომენტს გუნდს ვუზიარებ. გამარჯვებით ვტკბები. რა თქმა უნდა, ფინალში გამარჯვება და ჩემპიონობით ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა გუნდთან ერთად დიდი სიხარული იქნება“, - თქვა იამალმა.

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი 13 ივლისს, ფინალის წინა დღეს 17 წლის გახდება.

0.118833