ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი გახდა ევროპის/მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა.
იამალმა საფრანგეთის კარი 16 წლისა და 362 დღის ასაკში დალაშქრა. გარდა ამისა, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა და პელეს მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც 1958 წლის მუნდიალის ნახევარფინალში მოედანზე 17 წლისა და 244 დღის ასაკში გავიდა.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა ოთხეულში ორი ესპანელია, რომელიც „ფურია როხას“ წევრები ახლაც არიან - იამალი და გავი.
1. ლამინ იამალი (ესპანეთი - 16 წლის და 362 დღის)
2. პელე (ბრაზილია - 17 წლის და 239 დღის)
3. მანუელ როსასი (მექსიკა - 18 წლის და 93 დღის)
4. გავი (ესპანეთი - 18 წლის და 110 დღის)
იამალს გოლის გარდა, ევრო 2024-ზე 3 საგოლე პასიც აქვს და პირველი თინეიჯერია, ვინც ეს გააკეთა. მოკლედ, „ბარსელონას“ ტალანტმა უკვე ძალიან ბევრი რეკორდი დაამყარა.